13 ივნისს ქუთაისში +28 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, სადაც დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმა იქნება ფოთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც იწვიმებს. დღისით ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც ნალექიანი დღეა. დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში წვიმა იქნება. დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს.
წვიმაა ნავარაუდები ბორჯომშიც, სადაც დღისით +28, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
გორშიც ნალექიანი ამინდია, +28 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი.
გუდაურში იწვიმებს. დღისით +20 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +20, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +29 გრადუსია მოსალოდნელი, იწვიმებს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.
რუსთავშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +32 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია წვიმა.