საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა:
„როდესაც მესმის, რომ აშშ საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს და ცდილობს საქართველო ომში ჩაითრიოს და მეორე ფრონტი გახსნას, ეს 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა და სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს.”
ნატო და ევროკავშირი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია და ქართველ ხალხსაც სწორედ ეს სურს.
„ევროკავშირი და ნატო არიან ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და მშვიდობას. სწორედ ევროატლანტიკური სივრცე არის გარანტი და ზუსტად ეს უნდა ქართველ ხალხს, ამიტომ ერთგულნი ვართ საქართველოს ამ მისწრაფებების“, – აღნიშნა დეგნანმა.