სოფელ კობთან, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, მშენებლობაზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების თანახმად, ადგილზე სათადარიგო გვირაბი შენდება.
“მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება”, — აღნიშნავენ დეპარმანეტში.