კარინ ჟან-პიერი – აშშ მუშაობს სხვა ქვეყნებთან, რათა აღკვეთოს უკრაინაში მოპარული მარცვლეულის გაყიდვა

კარინ ჟან-პიერი – აშშ მუშაობს სხვა ქვეყნებთან ერთად, რათა აღკვეთოს უკრაინაში მოპარული მარცვლეულის გაყიდვა.

აშშ მუშაობს სხვა ქვეყნებთან, რათა აღკვეთოს უკრაინაში მოპარული მარცვლეულის გაყიდვა. ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

– “ჩვენ ვმუშაობთ სხვა ქვეყნებთან, რათა აღვკვეთოთ მარცვლეულის გაყიდვა, რომელიც სავარაუდოდ უკრაინიდან მოიპარეს” – აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ამასთან, კარინ ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას მისი დემოკრატიის დაცვაში.

– “არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე” – აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ გზების პოვნის შესაძლებლობის შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხად.

წყარო: ptn.ge