შალვა პაპუაშვილი ნორვეგიის მეფეს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი ნორვეგიის მეფეს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ნორვეგიის მეფესთან, მის აღმატებულება ჰარალდ მეხუთესთან აუდიენცია გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა ნდობასა და საერთო ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება.

– “საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა ნორვეგიის სამეფოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის” – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო.

წყარო: 1tv.ge