“პრემიერია თუ მენეჯერი?” – ლევან გოგიჩაიშვილის მთავარი კითხვა გიორგი გახარიას

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი აღნიშნავს, რომ გახარიასგან ის ჯერ პასუხს მოისმენს, თუ რა ფუნქცია აქვს მთავრობაში და შემდეგ დაუსვამს სხვა საკითხებზე კითხვებს.

“ვფიქრობთ, რომ ხვალინდელი დღე მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ, ვისაუბროთ ქვეყანაში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე. კარგი იქნება თუ გახარიასგან მივიღებთ ისეთ პასუხებს, სადაც ის სხვადასხვა საკითხზე პასუხისმგებლობას იღებს. სამწუხაროდ, ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაზეც მისგან მინდა პასუხი მივიღო არის: ის პრემიერ-მინისტრია თუ მენეჯერია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის სამართავად დანიშნა? ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. თუ გახარია გვეტყვის, რომ ის მენეჯერია, მაშინ მის მიმართ ინტერესი ნელდება იმიტომ, რომ მენეჯერს ვერ მოსთხოვ პასუხს. ჩვენ გვინდა პასუხი მოვთხოვოთ პოლიტიკოსს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უმრავლესობით აირჩია პრემიერად. ამიტომ ჯერ გავარკვევთ ურთიერთობას, ვინ არის ის და რა ფუნქციით არის მთავრობაში” – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ცნობისთვის, ხვალ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენეტს წლიურ ანგარიშს წარუდგენს.

ბოიკოტის რეჟიმის მიუხედავად, გიორგი გახარიას საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლას „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ დაესწრებიან.

წყარო: cyc.ge