“დღეს, როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა – “ლელო” იქნება 16-ის აქციაზეც და ყველას მოუწოდებს, მოვიდნენ 20 ივნისის აქციაზე” – მამუკა ხაზარაძე.
“დღეს, როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა – “ლელო” იქნება 16-ის აქციაზეც და ყველას მოუწოდებს, მოვიდნენ 20 ივნისის აქციაზე” – მამუკა ხაზარაძე
“ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური პარტია 16 ივნისის შეკრებას შეუერთდება.
ხაზარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას 16 ივნისს შეკრების თაობაზე და აცხადებს, რომ “დღეს როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა, როგორც არასდროს გვჭირდება სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმა”.
– “ამ დღეებში ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის საკითხი წყდება, ჩვენი ვალია ვანახოთ ევროპას ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი, დავდგეთ ერთად ყოველგვარი პარტიული, ეთნიკური თუ რელიგიური მრწამსის მიუხედავად.
“ლელო” იქნება 16-ის აქციაზეც და ყველას მოუწოდებს, რომ მოვიდნენ 20 ივნისის აქციაზეც.
საქართველო და მისი ინტერესი უპირველეს ყოვლისა!!”,- წერს ხაზარაძე Facebook-ზე.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას შესთავაზა, 16 ივნისს შეიკრიბონ ევროპის მოედნიდან რიყემდე, რათა “დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა”, ხოლო 20 ივნისს დაგეგმილი აქციის “შინ ევროპისკენ” მონაწილეებს მიმართა, “თუ დაფიქრდებიან, შეიძლება ეს გამოსვლა გადაიდოს, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება”.
წყარო: accentnews.ge