შეწყვიტეთ “სწრაფი ტესტებით” საოპერაციო ავადმყოფების ყვლეფა!

პარლამენტარი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს:

ზოგიერთ კლინიკას და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ეხება ეს, რომელსაც ევალება გაიდლაინების დაწესება : შეწყვიტეთ “სწრაფი ტესტებით” საოპერაციო ავადმყოფების ყვლეფა. სწრაფი ტესტები არის ნამდვილი აფიორა, რადგანაც ფულს იხდი 50 % იანი ცდომილების ტესტში და თუ რამე “საეჭვო” ამოვიდა, მაინც pcr ტესტი უნდა გაიკეთო. რატომ აწვალებთ ხალხს? რატომ? თავიდანვე რომ სანდო pcr ტესტი გაუკეთოთ იმ პაციენტებს, ვინც სხვადასხვა ოპერაციისთვის ემზადება არ შეიძლება? ვიმეორებ, ყველა კლინიკას არ ეხება, მაგრამ სადაა ამ დროს ჯანდაცვის სამინისტრო? რატომ არ იცავს პაციენტების უფლებებს? სადაა გაიდლაინები? როგორ შეიძლება კლინიკაში საოპერაციოდ გამზადებულ პაციენტს, რომელსაც კოვიდის არანაირი სიმპტომი არ გააჩნია ყველაზე ბოლო მომენტში, ყველა ანალიზის მერე, მას შემდეგ რაც კლინიკის ლამის ყველა ექიმთან ქონდა კონტაქტი უკეთებდნენ სწრაფ ტესტს, რომელიც უდიდესი ცდომილებით გამოირჩევა! თუ ამის აუცილებლობა არსებობს ასეთ პაციენტებს მაინც გაუკეთეთ სანდო pcr ტესტი თავიდანვე….ეს რა უპასუხისმგებლობაა? დღევანდელი განცხადებებიდან ჩანს, რომ მთავრობა აპირებს უმარტივესი და იაფი გზით პანდემიის მოცემული ეტაპის მართვის გაგრძელებას. ხვალ ევროკავშირი , სავარაუდოდ ჩვენც შეგვიყვანს დასაშვები ქვეყნების სიაში. მერე ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა. ისევ გააგრძელებს ყველაზე მარტივი გზით სვლას, ერთი მხრივ საკუთარი ხალხზე ხარჯების ეკონომიის (pcr ტესტებით აგრესიულ ტესტირებაზე უარის თქმა) და ქვეყნის ჩაკეტვის ხარჯზე თუ ბოლომდე გაითავისებს უდიდეს პასუხისმგებლობას და ბოლოსდაბოლოს , გადავა პანდემიის ამ ეტაპის გონივრულ მართვაზე ??? ხვალ უმნიშვნელოვანესი დღეა. საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მივიღოთ. ზემოაღნიშნულ პრობლემას კი ხვალის მერე დავუბრუნდები აქტიურად. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს მთავრობა”-წერს კვაჭანტირაძე.