რა შეცდომები დაუშვა 2012 წლის მერე ხელისუფლებამ?!

ჟურნალისტი, ნინო ჯღარკავა, სოციალურ ქსელში, წერს:

რა შეცდომები დაუშვა 2012 წლის მერე ხელისუფლებამ?!

შეცდომა იყო მესიჯბოქსები:

ჩვენ ხომ ნაცები არ ვართ, ისე ხომ ვერ მოვიქცევით როგორც ისინი, სამსახურებიდან ხომ ვერ გავყრით იმათ, ჩვენ ხომ კარგები ვართ!

შეცდომა იყო არ გვინდა პიარი, ხალხი ისედაც დაინახავს რასაც ვაშენებთ,ვაკეთებთ, ხომ იგრძნობენ?

შეცდომა იყო: არ გვინდა ცილისწამებაზე პასუხი, გაუშვი, აფრქვიონ სიბინძურეები, ხალხმა ხომ იცის სიმართლე!

ხოდა ხალხმა ვერც ვერაფერი დაინახა, ვერც იგრძნო, სამსახურებში მოკალთებული სექტანტებიც მოძლიერდნენ, სიცრუემ და სიბინძურემ წალეკა აქაურობა და დღეს გვიწევს ყველაფერზე პასუხის გაცემა!

ხოდა ასეა ეს, ავადმყოფი ლოგინში უნდა მოინახულო, წამოდგნენ და ახლა გვიბაგუნებენ ზურგში!

პიარიც საჭიროა თურმე, გაკეთებული საქმეების ცხვირში ტრიალიც, სიცრუეზე და ფეიკებზე პასუხის გაცემაც და მათი პოლიტიკურ სანაგვეში მოსროლაც!“-წერს ჯღარკავა.