ქუთაისში მეზობლებს შორის დავა მკვლელობით დასრულდა. 45 წლის გიორგი ფანჩულიძე, წარსულში ნასამართლევმა გიორგი მაღლაკელიძემ მოკლა. შემთხვევა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივების თქმით, მთელი დღის განმავლობაში ესმოდათ გინების ხმა, მოგვიანებით კი გასროლის ხმაც გაიგონეს. მათი ინფორმაციით, გარდაცვლილს ტყვია თავში ქონდა მოხვედრილი, ის ადგილზე გარდაიცვალა. მას შვიდი შვილი დარჩა.
“ჩხუბის ხმა ისმოდა მთელი დღე, ვამბობდით, ვის აგინებს და როგორ ითმენენთქო. მოგვიანებით, გასროლის ხმაც გავიგონეთ და ვნახეთ, გიორგი იყო გარდაცვლილი. საშინელი მდგომარეობა იყო, თავში ქონდა ტყვია მოხვედრილი და ადგილზე გარდაიცვალა. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, შვიდი შვილი დარჩა, ერთადერთი მარჩენალი და ასეთი ტრაგედია მოხდა. მკვლელი მიმალულია, წარსულშიც ნასამართლევი იყო”-აცხადებენ ადგილობრივები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.