ვლადიმერ პუტინი – ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის ეპოქა საბოლოოდ დასრულდა, მიუხედავად მისი შენარჩუნების ყველანაირი მცდელობისა.
არაფერი არ იქნება ისე, როგორც ადრე იყო – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პუტინის თქმით, ზოგიერთი დასავლური სახელმწიფოს მმართველი ელიტები კვლავ ებღაუჭებიან წარსულის ჩრდილს და ფიქრობენ, რომ გლობალურ პოლიტიკაში და ეკონომიკაში დასავლეთის დომინირება შეუცვლელი და მარადიულია, თუმცა მისი თქმით, მარადიული არაფერია.
– “ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის ეპოქა დასრულდა, მიუხედავად მისი შენარჩუნების, შენარჩუნების ნებისმიერი საშუალებით, ყველანაირი მცდელობისა. ეს ბუნებრივი კურსია, ცვლილებები ისტორიის ბუნებრივი მსვლელობაა, რადგან პლანეტის ცივილიზაციური მრავალფეროვნება, კულტურების სიმდიდრე ძნელია შეესაბამებოდეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა ნიმუშებს. აქ შაბლონები არ მუშაობს, ნიმუშები, რომლებიც უხეშად, ალტერნატივის გარეშეა დაწესებული ერთი ცენტრიდან. აშშ-მა, „ცივ ომში“ გამარჯვების გამოცხადების შემდეგ, თავი გამოაცხადა უფლის მაცნედ დედამიწაზე, რომელსაც არ აქვს ვალდებულებები, არამედ მხოლოდ ინტერესები და ეს ინტერესები წმინდად არის გამოცხადებული. როგორც ჩანს, ისინი, ვერ ამჩნევენ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში პლანეტაზე ჩამოყალიბდა ახალი ძლიერი ცენტრები, თითოეული მათგანი ავითარებს საკუთარ პოლიტიკურ სისტემებს და საჯარო ინსტიტუტებს, ახორციელებს ეკონომიკური ზრდის საკუთარ მოდელებს და, რა თქმა უნდა, აქვს უფლება დაიცვას ისინი, უზრუნველყოს ეროვნული სუვერენიტეტი” – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, ახლა მსოფლიოში თამაში “ერთ კარში მიმდინარეობს და ამ პირობებში სამყარო ძალიან არასტაბილურია”.
წყარო: accentnews.ge