ირაკლი ღარიბაშვილი 28-30 ივნისს ნატო-ს მადრიდის სამიტს დაესწრება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 28-30 ივნისს ნატო-ს მადრიდის სამიტს დაესწრება.
ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
ამასთან, მათივე ცნობით, 20-21 ივნისს დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კატარის მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმზე.
პრემიერ-მინისტრი შესაბამის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა.
წყარო: accentnews.ge