“სირცხვილია” 24 ივნისს პარლამენტთან კიდევ ერთ აქციას გამართავს

“სირცხვილია” 24 ივნისს პარლამენტთან კიდევ ერთ აქციას გამართავს.

სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია”, რომელმაც დღეს, 20 ივნისს, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია “შინ ევროპისკენ” გამართა, კიდევ ერთ შეკრებას აანონსებს. მოძრაობის ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, მოქალაქეები პარლამენტის წინ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე უნდა შეიკრიბონ 24 ივნისსაც, როცა ცნობილი გახდება ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

– “2022 წლის 24 ივნისს ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გვამცნობს და ჩვენ ისევ აქ შევიკრიბებით. ეს შეხვედრა იქნება არა მხოლოდ იმისთვის, რომ ევროპული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი სიყვარული, არამედ უწინარეს ყოვლისა იმისთვის, რომ ოლიგარქიული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი რისხვა!” – თქვა დიღმელაშვილმა, რომელმაც პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მოქალაქეებს “ახალი” მანიფესტის ტექსტიც კი გააცნო.

წყარო: რადიო თავისუფლება