მარგველაშვილი, სააკაშვილი და სხვა პერსონაჟები EU-ს მიმართავენ, მისცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

მარგველაშვილი, სააკაშვილი და სხვა პერსონაჟები EU-ს მიმართავენ, რათა მისცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

ყოფილი პრეზიდენტები, გიორგი მარგველაშვილი და მიხეილ სააკაშვილი, ევროკავშირს წერილით მიმართავენ, რათა მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

– “წერილის შინაარსი შემდეგია: ვეთანხმებით მათ მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს, მათი შესრულების მიზანშეწონილობას, მაგრამ ვითარების სირთულიდან და რეგიონში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, გთხოვთ, არ დაშალოთ ტრიო – უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, არამედ მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი და მოთხოვნები დატოვოთ შემდეგ შესასრულებლად” – განაცხადა მარგველაშვილმა, რომელმაც წერილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს გადასცა.

წერილს ხელს, ასევე, აწერენ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები – ისინი, რომლებიც 2016 წლამდე იკავებდნენ ამ თანამდებობას: დავით უსუფაშვილი, დავით ბაქრაძე, ნინო ბურჯანაძე, აკაკი ასათიანი.

გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, მიმართვას არ შეუერთდა მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოში 23-24 ივნისს ელიან ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ევროკომისიის 17 ივნისის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსი, სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით. საქართველოს კი – ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება.

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაწერილ პირობებს შორისაა: პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, თავისუფალი მედიაგარემო და ასევე რაც ძალიან მთავარია LGBTQ+ელემენტების სრული ხელშეუხებლობა და მათი პრაიდების მოწყობა და მხარდაჭერა!

წყარო: ინტერნეტ სივრცე