ოდნავ ძველი ვიდეოკადრებია, რომლებსაც წარმოგიდგენთ, მაგრამ ახლა მით უფრო აქტუალური, როდესაც უკრაინაში წარმოებული საომარი მოქმედებები მძაფრდება – დაჭრილი მოწინააღმდეგის გადარჩენა. ვიდეოზე ასახულია, დაჭრილი უკრაინელი, რომელიც იმ რუსმა მებრძოლებმა, რომლებმაც იგი ბრძოლაში დაჭრეს, თავად გაიყვანეს ბრძოლის ველიდან სამშვიდობოს. რუსები ჯერ ბჭობენ, რომ დაჭრილს, შესაძლოა, ნეკნები ჰქონდეს დამტვრეული და უმჯობესი ხომ არაა, ზურგზე დააწვინონ.
2 კილომეტრი დანაღმულ ველზე გაატარეს დაჭრილი მებრძოლი და სამშვიდობოს გაიყვანეს. “გაუძელი, ვოლოდია, ყველაფერი კარგად იქნება” – ისმის ნუგეშის სიტყვები, დაჭრილი მებრძოლის მისამართით: