რას წერენ მეგობრები ახლახან გარდაცვლილ მომღერალ, ლევან კბილაშვილზე:
ინდირა ჯგერნაია: 2010 წელს, “ჯეოსტარის” ჯაზის ტურიდან გავვარდი. მეორე დღეს ლევანი ავარიაში მოჰყვა. ღუდუშაურის კლინიკაში ყველა მივედით სანახავად. მახსოვს, მხოლოდ ოთო ნემსაძე შეუშვეს რეანიმაციაში. სახეზეც ნაკერები ედო, დამტვრეული იყო… მერე კოჭლობდა, ხელჯოხით დადიოდა.
ავარიიდან ორ დღეში, მე ისევ პროექტში შემაბრუნეს. მერე ლევანი მეხუმრებოდა, ჯგერო, რა ბედი გაქვსო. მე შენ გამო წავიქციე თავიო.
ძალიან უთქმელი და დინჯი იყო. მიუხედავად იმისა, რომ 19 წლისები ვიყავით მაშინ, ძალიან სერიოზული და გაწონასწორებული ბიჭი იყო.
ხალხურ სიმღერებს ისე ახუჭუჭებდა და ისე მღეროდა, დაგამუნჯებდა. ყველას ძალიან უყვარდა. ისეთი ჯენტლმენი იყო, რომ მის გვერდით “სხვანაირად” ვერ მოიქცეოდი. ჩამოყალიბებული ადამიანი იყო.
ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც მოსკოვშია გადაღებული – იქ მომღერალმა თავისი ცხოვრების უკანასკნელი დღეები გაატარა.
მომღერლის ცხედარი ეკლესიაში იყო დასვენებული, დღეს კი მას საქართველოში ჩამოასვენებენ.
მელიტა ფურცელაძე წერს:
„აი, ასე გამოგაცილეს მოსკოვის ქართული ტაძრიდან საქართველოს დროშით დედი. მთელი მოსკოვი იქ იყოო, დედიიიიიიი, ახლოს არ უშვებდნენ არავის, ზღვა ხალხი იყოო, დედიიიიიიი, ყველას უნდოდა ახლოდან დამშვიდობებაო, დედიიიიიი, განსაკუთრებული პატივი მოგაგეს შვილო, მგონი, იქაურებსაც არ ღირსებიათ ასეთი პატივი, ეს ვინ ყოფილხარ, შვილოოოოოოოო…
ახლა ჩვენ გელოდებით აქ ქართულ მიწაზე ქართული დროშით, შენ შენი გასაკეთებელი ქართული საქმე იქ უკვე გააკეთე, გენაცვალოს დედა შენ, შვილოოოოოოოოო“.