აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 532 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.
უწყების ცნობით, ცხელების კლინიკებში ამ დროისთვის მოთავსებულია 39 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 19 ათას 666 პირს.
დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1 018 პირი.
კარანტინი დატოვა 8 ათას 832-მა პირმა.
წყარო: ipress.ge