გაზეთ ,,ქრონიკა +”-ის რედაქტორი ელისო კილაძე საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართავს და რჩევას აძლევს:
,,იმის გამო, რომ საქმე ჩვენი ქვეყნის მომავალს ეხება,ერთ გულწრფელ რჩევას მოგცემთ: შექმენით ანტიკრიზისული საბჭო, დაუძახეთ უკლებლივ ყველა პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას, კრიტიკულ მედიას, მოისმინეთ ყველაზე მწარე და თუნდაც თქვენთვის მიუღებელი სიმართლე, დაიწყეთ ანტიკრიზისულ გეგმასა და რეფორმებზე საუბარი. უმოკლეს ვადაში დადეთ გეგმა! ასე გადარჩებით თქვენც, ჩვენც და ქვეყანაც! სხვა შემთხვევაში ეს კრიზისი გადაგიყოლებთ. სისხლი რომ დაიღვაროს საქართველოში, შთამომავლობა შეგაჩვენებთ”.