„ჩემი და ჩემს გვერდით მდგომი იმ ხალხის უმთავრესი ამოცანაა „ნაციონალური მოძრაობა არ მოვიდეს ხელისუფლებაში“ – ამის შესახებ “საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„სამ რაღაცა გეტყვით რაც მამოძრავებს ამ მომენტში პოლიტიკაში. პირველი – ქართული ოცნების ხელისუფლების გაშვება ოქტომბერში. იმიტომ, რომ ამ ხალხამა გადახრა ეს ქვეყანა, შეჭამა, დააბეჩავა და თავში წამოსარტყმელი გახადა ყველასთვის. ისეთ სივრცედ აქცია, რომლიდანაც გარბის ხალხი.
მეორე – ჩემი და ჩემს გვერდით მდგომი ხალხის უმთავრესი ამოცანაა „ნაციონალური მოძრაობა” არ მოვიდეს ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ესეც ისეთი საფრთხეა ქვეყნისთვის როგორც ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
მესამე – ცუდასა და უარესს შორისო დამთავრდეს და შეიქმნას ჯანსაღი ალტერნატივა. აი, ამით ვარ მე დაკავებული“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილი „მთავარი არხის“ გადაცემაში, „დღის სტუმარი“ .
წყარო: ipress.ge