1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის დროს დაიწყო გეოპოლიტიკური ბრძოლა ამიერკავკასიისთვის. რუსეთმა რეგიონში სატრანსპორტო მონოპოლია დაკარგა, რამაც საშუალება მისცა “კოლექტიურ დასავლეთს” საკუთარი ეკონომიკური დღის წესრიგის დადგენა დაეწყო შავ ზღვაზე.
რუსეთმა, მიუხედავად მტკივნეული პოსტსაბჭოთა პერიოდისა, რომელსაც თან ახლდა ხანგრძლივი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, მაინც შეძლო რეგიონალური ძალის სტატუსის შენარჩუნება და ფეხის მოკიდება ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში, როგორიც ამიერკავკასიაა. ამ მიზნის მისაღწევად კი საქართველოში ორი რეგიონის – აფხაზეთის და შიდა ქართლის ავტონომიების ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები განათავსა, რითაც გავლენის ბერკეტები შექმნა. ამ ბერკეტებს, კაცმა რომ თქვას, რუსეთი დღემდე შესანიშნავად ინარჩუნებს და იყენებს. ამას იგი საქართველოს მიმართ ბოროტი განზრახვით კი არა, საკუთარი უსაფრთხოების მოსაზრებით აკეთებს. კერძოდ, მოსკოვისთვის მიუღებელი და საფრთხის შემცველია ამიერ კავკასიის რესპუბლიკების საშინაო საქმეებში ისეთი ქვეყნების ჩარევა, როგორც აშშ – გახლავთ. მით უმეტეს, რომ ამერიკაც და ევროკავშირიც ამიერკავკასიის საშინაო საქმეებში არა რუსეთთან თანამშრომლობისთვის, არამედ მისი გეოპოლიტიკური ინტერესების საზიანოდ ერევა.
“კოლექტიური დასავლეთის” ნომერ პირველ ინტერესს კასპიის ზღვის უზარმაზარი ნავთობ მარაგები წარმოადგენს. საქართველო კი ერთის მხრივ სამხედრო პლაცდარმად და მეორეს როგორც სატრანზიტო საშუალება ისე სჭირდებათ. ამ “ვაშინგტონის და ბრიუსელის” ყურადღების ცენტრშია ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების საკითხი – რომელიც ჩვენი ქვეყნის გავლით უნდა მოხდეს, სინამდვილეში კი ეს ყველაფერი სცილდება ჩვეულებრივი ტრანსპორტის ფარგლებს და წარმოადგენს გავლენის სფეროებისთვის მიმდინარე ბრძოლის გამოხატულებას. სწორედ ამ გარემოებებიდან არის განპირობებული საქართველოში არსებული მუდმივი პოლიტიკური რყევები, რომელიც მხარდაჭერილია “კოლექტიური დასავლეთიდან”. რეგიონში საქართველო მოქმედებს, როგორც მთავარი სატრანზიტო სახელმწიფო, ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა სულუფრო იზრდება. თუმცა აქ არსებობს მნიშვნელოვანო პრობლემა და ამ პრობლემას “კოლექტიური დასავლეთი” ქვია, რომელიც ჩვენს სატრანზიტო ფუნქციას არა ჩვენი ქვეყნის ინტერესების, არამედ საკუთარი ინტერესების შესაბამისად იყენებს, ამაში კი ვაშინგტონისა და ბრიუსელისგან ხელდასმული პოლიტიკური ელიტა ეხმარება.
იმისათვის, რომ საკუთარი თავი დავიბრუნოთ და ეროვნულ ინტერესებს მოვარგოთ ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა, პირველ რიგში დასავლელი კოლონიზატორებისგან უნდა დავიხსნათ თავი. ამ გზაზე კი არსებული პოლიტიკური ელიტის განადგურება და პოლიტიკური დღის წესრიგის რადიკალური გარდაქმნა უნდა მოხდეს.
ირაკლი ჯანყარაშვილი