ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი:
“ტელევიზიით გამოდის ფიქრია ჩიხრაძე და ალტ-ინფოელებს “დეგრადირებულ სუბიექტებს” უწოდებს!
ეს ნორმალურია?!
დეგრადირებულია სუბიექტი, რომელსაც პრინციპები არ აქვს და პარტიიდან პარტიაში დახტის!
სარკეში ჩაიხედეთ და მიიხედ-მოიხედეთ!
პოლიტიკოსობაზე პრეტენზია რომ გაქვს, შენი ქვეყნის მოქალაქეებს დეგრადირებული როგორ უნდა უწოდო?!
თან ეროვნული თანხმობის სულისკვეთებაზე ამახვილებს ყურადღებას!
“ალტ-ინფოში” ბევრ ღირსეულ ადამიანს ვიცნობ და ამ ხალხს ნუ ლანძღავთ!
ამათ ეროვნული თანხმობა ის ჰგონიათ, რომ აუცილებლად მათ უნდა დავეთანხმოთ!”