„რასაც ვშოულობ აქ მომაქვს, აქედან არაფერი არ მიმაქვს და არასდროს არაფერს არ წავიღებ. 25 წელია მომაქვს კი არ ვაყვედრი ვინმეს, მაგრამ მე არს მაყვედრით, რატომ არ მაცლით ან საქმეს ან ცხოვრებას საერთოდ“, – ამის შესახებ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე საბა გიგიბერიამ ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე ამბობს, რომ დადგა დრო მიხედოს თავის თავს და საკუთარ ჯანმრთელობას, როგორც ეს ექიმმა ურჩია.
„იმდენს ვაჭმევ რამდენიც შემიძლია და მე ვთქვი სამწუხაროდ არ შემიძლია ჩემს ეპარქიაში ყველა ადამიანის მატერიალური დავაკმაყოფილო. იმიტომ, რომ არა ვარ მე ღმერთი და ამიტომ არ შემიძლია. კაცი ვარ, ადამიანი ვარ, ეპისკოპოსი ვარ და შეზღუდული ვარ.
რასაც ვშოულობ აქ მომაქვს, აქედან არაფერი არ მიმაქვს და არასდროს არაფერს არ წავიღებ. 25 წელია მომაქვს კი არ ვაყვედრი ვინმეს, მაგრამ მე არს მაყვედრით, რატომ არ მაცლით ან საქმეს ან ცხოვრებას საერთოდ.
იქნებ დადგა დრო მეც როგორც ადამიანმა, როგორც მირჩია ექიმმა ჩემს თავს მივხედო და ჩემს ჯანმრთელობას და არ ვიარო მუდმივად ბეწვის ხიდზე“, – ამბობს მეუფე საბა.
“პრაიმტაიმი”