“ადრე თუ გვიან სიმართლეს ვერავინ გაექცევა”- ვარლამ ხათრიძე

შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე ვარლამ ხათრიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“დღეს თუ ვინმეს გავახსენდებოდი მით უფრო პარლამენტის ტრიბუნიდან აღარც ველოდი…

ლევანის გარდა ბევრ სხვამაც იცოდა პარლამენტში (და არა მარტო პარლამენტში) რეალობა მაგრამ დუმილი აირჩიეს… კითხვები უზუსტესად დაისვა. მართალია ლევანმა პასუხები ვერ მიიღო მაგრამ უპასუხობაც პასუხია…
ადრე თუ გვიან სიმართლეს ვერავინ გაექცევა…
დაღმართს აღმართი მოჰყვება”-წერს ხათრიძე.

შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელმა პარლამენტარმა ლევან გოგიჩაიშვილმა, გიორგი გახარიას ვარლამ ხათრიძის განთავისუფლებასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა, რომელიცც პრემიერ-მინისტრმა უპასუხოდ დატოვა:

“რატომ გაანთავისუფლეთ თექვსმეტი ინსპექციის თანამშრომელი, რომლებმაც პირდაპირი მნიშვნელობით გაშიფრეს ის ადამიანები რომლებიც ნაციონალური მოძრაობას აწვდიდნენ ინფორმაციას. რატომ გაუშვით ეს ხალხი, რომლებმაც დაიწყეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ნაციონალური მოძრაობის კადრებისგან წმენდა.”

▶️“რატომ დააწინაურეთ წინა ხელისუფლების ზონდერები შარაძე და ხოჯევანიშვილი, რომლებიც იყვნენ წინა ხელისუფლების ზონდერები და დააწინაურეთ თქვენს მოადგილეებად.
რატო აღმოჩნდა ყველა ადეიშვილის ყოფილი პროკურორი თქვენს აპარატში, ადმინისტრაციის უფროსით დაწყებული, სხვა თანამდებობებით დამთავრებული. როგორ აღმოჩნდა, რომ ეს ნაზავი აღმოჩნდა თქვენი დასაყრდენი, ქართული ოცნების პოლიტიკის გუნდში. “-  ლევან გოგიჩაიშვილი.