“რუსი ხალხის დამარცხება შეუძლებელია!” – თინა კანდელაკი საინტერესო მოსაზრებას აქვეყნებს

რუსეთში მოღვაწე ჩვენი თანამემამულე, თინა კანდელაკი, რომელიც “მატჩ-ტვ”-ს გენერალურ პროდიუსერადაც მუშაობდა, მიიჩნევს, რომ დასავლეთის სანქციებმა ერთ მუშტად შეკრა რუსი ერი, მისცა მას იდეა და სტიმული. თავის ტელეგრამ-არხზე მან, კერძოდ, დაწერა:

“რუსი ხალხის დამარცხება შეუძლებელია. თვით მცდელობის შემთხვევაში, რომ რუსები დაამარცხონ, მაშინ, როდესაც ჩვენი ერთმორწმუნე, ისტორიული ძმებისგან მტრებს გვიმრავლებენ, კოლექტიური დასავლეთი საპასუხოდ მიიღებს მხოლოდ სიღრმისეული რუსი ხალხის განმტკიცებას, ხალხისას, რომელსაც სწორედ იდეა აკლდა.

ასე და ამრიგად, ჩვენმა “დასავლელმა პარტნიორებმა” მოახდინეს იმ განწყობების გააქტიურება, რომლებსაც ვერანაირი მშვიდობიანი ცხოვრება ვერ გააღვიძებდა” – წერს თინა კანდელაკი.

телеграм-канал.