„ლელას დიზაინით შექმნილი ბინა ბათუმში“- როგორი სახლი აქვთ ზღვასთან ახლოს ლელა წურწუმიას და კახა მამულაშვილს

მომღერალმა ლელა წურწუმიამ და მისმა ქმარმა კახი მამულაშვილმა ბათუმში ბინა გაარემონტეს. ამის შესახებ ვიდეოს ლელა წურწუმია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ლელას დიზაინით შექმნილი ბინა ბათუმში“, – წერს ლელა სოციალურ ქსელში. ვიდეომ დადებითი შეფასებები დაიმსახურა.