ტანზანიაში ერთ-ერთი მცირე შახტის მფლობელი მილიონერი გახდა, მას შემდეგ, რაც 2 უიშვიათესი ძვირფასი ქვა აღმოაჩინა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სანინიუ ლაიზერმა 2 ტანზანტიტი იპოვა, რომელთა საერთო წონაც 15 კილოგრამია. აქამდე, ყველაზე დიდ ტანზანიტად 3.3 კილოგრამის წონის ქვა ითვლებოდა, ლაიზერის მიერ აღმოჩენილი მინერალების წონა კი 9.2 და 5.8 კილოგრამია. მან ქვები ქვეყნის მინერალების სამინისტროს მიჰყიდა და უწყებისგან 3.4 მილიონი დოლარი მიიღო.
52 წლის ლაიზერი, რომელსაც 4 ცოლი და 30-ზე მეტი შვილი ჰყავს მიღებული თანხით თავისი სახლის მახლობლად სკოლის და სავაჭრო ცენტრის აშენებას გეგმავს.
ტანზანიტი მსოფლიოს ერთ-ერთი უიშვიათესი ძვირფასი ქვაა, ის მხოლოდ ტანზანიაში მოიპოვება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 20 წელიწადში მისი მარაგი პლანეტაზე სრულად ამოიწურება.
წყარო: imedinews.ge