საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იზოლაციაშია. ინფორმაციას პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„გაცნობებთ, რომ პრეზიდენტი არის კოვიდინფიცირებული პირის კონტაქტი.
მაქსიმალური სიფრთხილის გამოვლენის მიზნით, პრეზიდენტი სამუშაო გარემოს დაუბრუნდება შესაბამისი ტესტირების შემდგომ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.