კობახიძე: ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი ხელი გავუწოდეთ ოპოზიციას, წალეკვის კამპანია გვერდზე უნდა გადადონ.
“ყველაფერი ოპოზიციის ხელში.თუ ისინი ქვეყნის წალეკვის კამპანიას გადადებენ, ამ შემთხვევაში ყველაფერია შესაძლებელი” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მმართველი გუნდი ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას სათანადო დროში და სათანადო ხარისხით უზრუნველყოფს“ – კობახიძემ EU-ს მიერ დათქმული პირობების შესრულების გეგმა წარადგინა
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციამ გვერდზე უნდა გადადოს წალეკვის კამპანია და ჩაერთოს ფორმატში, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება.
კითხვაზე, როდესაც ხელისუფლება ოპოზიციას თანამშრომლობის ხელს უწვდის და ამ დროს “შინ ევროპისკენ”კამპანიის წევრებს ფიზიკურად უსწორდებიან, რამდენად მიიჩნევა ეს “თანამშრომლობის ხელად”, კობახიძემ უპასუხა:
– “ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ასეთი ხელი გავუწოდეთ ოპოზიციას. ჩვენი ძალისხმევით გაფორმდა ჯერ 2020 წელს 8 მარტის შეთანხმება, მერე 2021 წელს 19 აპრილის შეთანხმდა. რომ არა ჩვენი ინიციატივები და აქტიური ქმედებები, არც ერთი და არც მეორე შეთანხმება არ გაფორმდებოდა. თუმცა, გახსოვთ შეთანხმების გაფორმების შემდეგაც, როგორი იყო მათი დამოკიდებულება, განსაკუთრებით 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ, 100 დღის განმავლობაში მათ არ მოაწერეს ხელი ამ დოკუმენტს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ხელს ვუწვდით თანამშრომლობაზე ოპოზიციას და ამ პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ მომავალშიც მოქმედებას. რაც შეეხება ამაზე ოპოზიციის პასუხს, არ ვიცი, შეიძლება თუ არა გვქონდეს ოპტიმისტური მოლოდინი.
ყველაფერი არის ოპოზიციის ხელში. ისინი თუ გადადებენ ქვეყნის წალეკვის კამპანიას, ამ შემთხვევაში ყველაფერია შესაძლებელი. მათ გვერდზე უნდა გადადონ წალეკვის კამპანია და ჩაერთონ იმ ფორმატებში, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ კონსტრუქციული როლი შეასრულონ, მაგრამ თუ მათ არ სურთ ევროპა, დარჩებიან წალეკვის დღის წესრიგში” – თქვა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე მუშაობას იწყებს
კობახიძე გადამდგარ ელჩზე: თავად მისი წარმდგენი, სალომე ზურაბიშვილიც იყო სრულიად უკმაყოფილო მის მიერ გაწეული საქმიანობით და საერთოდ გარკვეული მიზეზების გამო, მას არ ელაპარაკებოდა
– “მეც იგივეს გავაკეთებდი – ვერ დავეშვებით ჭუტას დონეზე, კანონის და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი უმძიმეს პროვოკაციაზე” – ირაკლი კობახიძე ანრი ოხანაშვილსა და ვატო წერეთელს შორის მომხდარ ინციდენტზე.
წყარო: accentnews.ge