დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე პაატა სილაგაძეს მოუსმენენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ პაატა სილაგაძეს მოუსმენენ.სილაგაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრია.

შეგახსენებთ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო. ერთი თვის განმავლობაში კომიტეტმა 12 კანდიდატს მოუსმინა.

გუშინ კომიტეტი 11 საათის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს უსმენდა.