“ალტ-ინფოს”მხარდამჭერებმა ევროკავშირის დროშა დაწვეს.
აქციის მონაწილეები ევროკავშირის ოფისთან მსვლელობით მივიდნენ. ისინი სკანდირებენ – “საქართველოს გაუმარჯოს”. შეკრებილებმა ადგილზე საქართველოს დროშა გაშალეს და განაცხადეს, რომ საკუთარი დროშა უნდა დაიცვან.
მათ ევროკავშირის ელჩს მიმართეს შეძახილებით: “წადი, წადი”. აქციის მონაწილეების თქმით, თუ ევროპას საქართველოსთან მეგობრობა უნდა “ქართველი ხალხი ისეთი უნდა მიიღოს როგორიც არის”.
მანამდე, აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან იმყოფებოდნენ, სადაც პარლამენტთან გამართული აქციის შემდეგ მივიდნენ.