მოკავშირე ჯარებმა ქალაქი ლისიჩანსკი აიღეს და წითელი (ფაშიზმზე გამარჯვების) დროშა ააფრიალეს

ლუგანსკის რესპუბლიკის ბოლო მნიშვნელოვანი ქალაქი, სახელწოდებით ლისიჩანსკი, რუსეთისა და ლუგანსკის სამოკავშირეო ძალების მიერ აღებულია – ამის შესახებ 2 ივლისს სააგენტო “რია-ნოვოსტიმ” გაავრცელა ცნობა, შესაბამისი ფოტო- და ვიდეომასალით.

სააგენტო იუწყება, რომ ქალაქს მოკავშირეები აკონტროლებენ, მერიის ჩათვლით. მერიის შენობაზე ისტორიული წითელი დროშა – ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დროშა, აღიმართა (იხ. სურათი ზემოთ).

დღის ბოლოს მოკავშირეები ლუგანსკის ოლქის ბოლო დასახლებულ პუნქტ ბელოგოროვკაშიც შევიდნენ, რომელიც აქამდე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეკავათ.

ასე და ამრიგად, ლუგანსკის ოლქი მთლიანად გაწმენდილია უკრაინული ძალებისაგან. ახლა წინ დონეცკის ოლქის ქალაქებისთვის (სლავიანსკი, კრამატორსკი, ბახმუტი) ბრძოლებია.