რადგან მთავრობის სხდომა ტარდება, ესე იგი, წააგეს – ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სამოქალაქო აქტივისტების გუშინდელი აქციის შესახებ კითხვას, ასე უპასუხა:

“არ ვიცი, საერთოდ ინფორმაციაც არ მაქვს, იყო თუ არა დაგეგმილი, როდის უნდა ჩატარებულიყო – ამაზე მთავრობა გააკეთებს განმარტებას, თუ დასვამთ კითხვას, მე არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. ტარდება 14:00 საათზე, და რა? […] რადგან მთავრობის სხდომა ტარდება, ესე იგი, წააგეს.”