უზბეკეთში არეულობისას შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა და 243 დაშავდა

უზბეკეთის პროკურატურის ცნობით, ყარაყალპაკეთის რეგიონში საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ აქციებზე არეულობისას 18 ადამიანი დაიღუპა, 243 დაშავდა.

უზბეკეთის ყარაყალპაკეთის ავტონომიურ რეგიონში საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზოევმა დაადასტურა.

ამასთან, უზბეკეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, დაღუპულია 18 ადამიანი, 243 კი დაშავდა. მათივე ცნობით, დაკავებულია 516 პირი.

უზბეკეთში მასობრივი არეულობა ივნისის დასაწყისში დაიწყო, როდესაც ხელისუფლებამ გამოაქვეყნა საკონსტიტუციო რეფორმა. მთავრობის შეთავაზებულ პროექტში ყარაყალპაკეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის აღწერიდან უნდა ამოეღოთ სიტყვა სუვერენული და ასევე იგეგმებოდა იმ მუხლის გაუქმება, რომელიც რესპუბლიკას უფლებას აძლევს, გავიდნენ უზბეკეთის შემადგენლობიდან.

პირველ ივლისს ყარაყალპაკეთის დედაქალაქ ნუკუსში და სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ამის გამო უზბეკეთის პრეზიდენტი ორჯერ ჩავიდა ნუკუსში. 2 ივლისს არეულობის გამო ყარაყალპაკეთში ერთი თვით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა. რესპუბლიკაში შეიზღუდა მობილური და ინტერნეტკავშირი. დღეს დილიდან მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული საჭიროების გამო ქუჩაში არ გავიდნენ და არ დაუჯერონ ინფორმაციას, რომელსაც სხვადასხვა რესურსი ავრცელებს. განსაკუთრებით არის დაცული მნიშვნელოვანი ობიექტების უსაფრთხოება. მოქმედებს კომენდანტის საათი. შეზღუდულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ასევე შეზღუდულია ყარაყალპაკეთში შესვლა და გამგზავრება.

ხელისუფლების ცნობით, აქციების შემდეგ პრეზიდენტ მირზოევის გადაწყვეტილებით, უზბეკეთის კონსტიტუციაში ყარაყალპაკეთის სტატუსი უცვლელად დარჩება. ამის შესახებ მან პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

წყარო: newposts.ge