ვლადიმირ პუტინი ჯო ბაიდენს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს არ მიულოცავს – დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს არ მიულოცავს, – ამის შესახებ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„წელს დამოუკიდებლობის დღის მილოცვა სათანადოდ ძნელად შეიძლება, რომ ჩაითვალოს. ამის მიზეზი ამერიკის შეერთებული შტატების არამეგობრული პოლიტიკური ნაბიჯებია“, – განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, 4 ივლისი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეა.