აშშ-ს თავდაცვის აქტში შესწორების შეტანა ბოკერიასა და სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსის მეგობრობის შედეგია

გიორგი რურუასთან დაკავშირებით, აშშ-ის თავდაცვის აქტში შესწორების შეტანის ფაქტს საქართველოს ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.

კობახიძე მიიჩნევს, რომ თავდაცვის აქტში შესწორება გიგა ბოკერიასა და სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსის მეგობრობის შედეგია.

“მე მაქვს ინფორმაცია, რომ გიგა ბოკერია და კომიტეტის აპარატის უფროსი მეგობრობენ წლებია უკვე ერთმანეთთან. არ ვიცი რა დგას ამ მეგობრობის უკან. აქედან გამომდინარე, პროექტში შეიძლება შეტანილიყო ასეთი ცვლილება, თუმცა ეს არის ბოკერიას და აპარატის უფროსის მეგობრობის შედეგი. როდესაც, თუნდაც პროექტში ხდება ასეთი წინადადება, ეს, ბუნებრივია, ვერაფერს დააკლებს ქვეყანას, სახელმწიფოს და ვერაფერს ვერ დააკლებს, ვერც ქართულ ოცნებას.
თუმცა, ეს გარკვეულწილად მაინც აზიანებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეპუტაციას და ეს არის ერთ-ერთი შედეგი იმ საქმიანობისა, რომელსაც ახორციელებს გიგა ბოკერია, კრიმინალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი”, განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

 

 

 

 

“ნიუპოსტი”