ბათუმში 8 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული სამივე პირი დამნაშავედ სცნეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბინის მეპატრონეს ზაურ ბუდაგოვს 4, ხოლო მუშებს 3-3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. განაჩენი დისტანციურ რეჟიმში გამოცხადდა, მას დაკავებულები არ ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, 2021 წელს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.