ევროკავშირში თავმჯდომარეობის პერიოდში გერმანია მსხვილ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებთან ურთიერთობებში ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.
“ჩვენი მიზანია, რომ ევროკავშირს ჩინეთთან, რუსეთთან, თურქეთსა და აშშ-სთან ურთიერთობებში ერთიანი და ერთსულოვანი პოზიცია ჰქონდეს” – განაცხადა მერკელმა.
მისივე თქმით, ერთდროულად 27 ქვეყნის ინტერესების გატარება მარტივი არაა, თუმცა გერმანია ამის გაკეთებას შეეცდება. ანგელა მერკელი აცხადებს, რომ სურს, ევროპა “უფრო ეფექტური” იყოს.
ევროკავშირში გერმანიის თავმჯდომარეობა 1-ელ ივლისს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
წყარო: imedinews.ge