ბიზნესში რისკების გაზიარების მექანიზმი, მეტი ფონდების მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა – ნათია თურნავა

„ინფრასტრუქტურული ტიპის პროექტები საჭიროებს უზარმაზარ ფინანსურ რესურსებს და გრძელვადიან ინვესტიციებს და რასაკვირველია ეს ყველაფერი უნდა გავხადოთ ეკონომიკურად და ფინანსურად სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აბრეშუმის გზის ფორუმის მიმდინარეობისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, საჭიროა ჩატარდეს ფინანსური, კომერციული და საინჟინრო კვლევები ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით.

ნათია თურნავას თქმით, კერძო საჯარო პარტნიორობის შესახებ კანონი, რომელიც საქართველომ 2017 წელს მიიღო საშუალებას იძლევა ბიზნესი შეფასდეს სათანადოდ და არსებობდეს რისკების გაზიარების მექანიზმი, რაც მინისტრის შეფასებით, მეტი ფონდების მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.