მოსკოვში შეერთებული შტატების საელჩომ შენობაზე ლგბტ დროშა გადმოფინა. ფაქტის ამსახველი ფოტომასალა შეერთებული შტატების საელჩოს კუთვნილ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა.
“ლგბტ ადამიანის უფლებები ადამიანის უფლებებია. ადამიანის უფლებები უნივერსალურია. ყველას იმსახურებს იცხოვროს სიძულვილისა და დევნისგან თავისუფალი ცხოვრებით“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული საკითხის კომენტირებისას, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ “ჩვენს ქვეყანაში არატრადიციული სექსუალური უმცირესობების პროპაგანდის ნებისმიერი ფორმა კანონით აკრძალულია”.
ადგილობრივი გამოცემა Moscow Times-ი იტყობინება, რომ დღეს, რუსეთში გამართულ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო კენჭისყრაზე, რუსეთის მოქალაქეები კენჭს უყრიან საკითხს ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის შესახებ.
“ჯიეიჩენი”