ვლადიმირ პუტინი: რუსეთს უკრაინაში სერიოზულად ჯერ არაფერი არ დაუწყია.
უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს რუსეთს სერიოზული ქმედებებისთვის ჯერ არ მიუმართავს, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა ხუთშაბათს სახელმწიფო სათათბიროს ფრაქციების ლიდერებთან შეხვედრისას.
– “დღეს გვესმის, რომ მათ ბრძოლის ველზე ჩვენი დამარცხება სურთ. რა შემიძლია ვთქვა აქ, აბა, ერთი სცადონ. ბევრჯერ გვსმენია, რომ დასავლეთს სურს ბოლო უკრაინელამდე გვეომოს. ეს უკრაინელი ხალხის ტრაგედიაა, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი ამისკენ მიდის”, – განაცხადა პუტინმა.
როგორც პუტინმა თქვა, ყველას უნდა ესმოდეს, რომ რუსეთს “დიდი ანგარიშით ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია.” ამავე დროს, მოსკოვი, მისი თქმით, უარს არ ამბობს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. “მაგრამ ვინც უარს იტყვის, უნდა იცოდეს, რომ რაც მეტი დრო გავა, მით უფრო გაუჭირდებათ ჩვენთან მოლაპარაკება”, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
დეპუტატებთან შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ინიციატორებმა თავიანთ მიზნებს ვერ მიაღწიეს. “რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული უკანონო ზომები ჩვენთვის სირთულეებს ქმნის. ეს აშკარა ფაქტია. მაგრამ სულაც არა ისეთი, რისი იმედიც ჰქონდათ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ბლიცკრიგის ინიციატორებს” – განაცხადა პუტინმა.
წყარო: ptn.ge