თბილისში დააკავეს 4 პირი, რომელთაც პოლიციისადმი წინააღმდეგობას ედავებიან. ინციდენტი 9 ივლისის ღამით, ვარკეთილში მოხდა.
გამოძიება დაკავებულებს ედავება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა პოლიციელებისადმი აგრესია გამოავლინეს მაშინ, როცა ამ უკანასკნელებმა მოუწოდეს, დამშვიდებულიყვნენ.
როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.
უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა ფორმით გამოხატეს დაკავებულებმა აგრესია პოლიციელთა მიმართ.