“ყველაფერს ენტოვირუსს რომ აბრალებენ, იქნებ ამით იწამლება ხალხი?!” – გაუსაძლისი მდგომარეობა ხაშურში

“ყველაფერს ენტოვირუსს რომ აბრალებენ, იქნებ ამით იწამლება ხალხი?!” – გაუსაძლისი მდგომარეობა ხაშურში.

ხაშურის მცხოვრებნი გაუსაძლის მდგომარეობაზე ლაპარაკობენ. ქუჩები გადავსებული ნაგვის ურნებით არის სავსე. დასუფთავების სამსახურს 4-5-6 დღის განმავლობაში ნაგავი არ გააქვთ. ქარის დროს ნაგავი, მტვერი ერთმანეთში ირევა.

– “ყველაფერს ვირუსებს რომ აბრალებენ, იქნებ ხალხი ამ ანტისანიტარიითაც იწამლება?! კლინიკაში მოწამვლის ნიშნებით მიყვანილ ადამიანებს მაშინვე ენტეროვირუსის დიაგნოზს რომ უსვამენ, იქნებ სწორედ ამით იწამლებიან?! ამოწმებს ვინმე?!”, “ქვითრები მოდის და მოდის, მართალია, აღრიცხვას ვერ აწარმოებენ, მაგრამ წითელი კალმითა და ძახილის ნიშნებით აფორმებენ და ათასჯერ გვახდევინებენ უკვე გადახდილზე”, “კილომეტრებში რომ არის ეს ურნები სოფლებში ერთმანეთისგან, ჩაამატეთ!”, “მიიტანრთ ეგ ნაგავი და დაყარეთ მერიასთან”, “ერთი დღე მაინც ჩაიარონ ახალციხეში, მთელი დღის მანძილზე ალაგებენ, ფოთოლსაც კი ვერ ნახავ ქუჩაში, ყველა ფასადი შეღებეს, თითო ქუჩაზე 3-4 საბავშვო მოედანია სავარჯიშოებით და სასრიალოებით… ხაშური კი გამოყოფილ ბიუჯეტსაც კი ვერ ითვისებს და ამის გამო სახელმწიფოს აჯარიმებენ (ვერათვისების გამო). სასაცილოა თუ სატირალი?!” – ძაღლიც ვერ გამყავს უკვე ქუჩაში, მეშინია, არ მოიწამლოს და ადამიანებზე ხომ არაფერს აღარ ვლაპარაკობ?!”.

– “ევროპიდან სტუმრები უნდა ჩამოვიდნენ ჩემთან, ამას რომ ნახავენ, მეორედ აქ ჩამოსვლა საერთოდ მოუნდებათ კიდეევ?!” – წერენ და საუბრობენ ხაშურის მცხოვრებნი.

წყარო: accentnews.ge