“საქართველოს მთავრობა საგარეო ვალს ვერ ითვისებს, რის გამოც გამუდმებით ჯარიმების გადახდა უწევს” – სესხის აუთვისებლობის გამო გადახდილი ჯარიმები მილიონობით ლარს შეადგენს!
– “წლებია, მთავრობა საგარეო ვალს იღებს, თუმცა ვერ ითვისებს, რის გამოც ჯარიმას იხდის” – წერს ფლანგვის დეტეტორი და მონცამებს აქვეყნებს:
– “სესხის აუთვისებლობის გამო გადახდილი ჯარიმები:
2018 – 3.1 მილიონი ლარი
2019 – 4.8 მილიონი ლარი
2020 – 9,6 მილიონი ლარი
2021 – 5.8 მილიონი ლარი
2021 წელს მთავრობამ ვალით აღებული 74.2 მილიონი ლარიდან მხოლოდ 17 მილიონის დახარჯვა შეძლო. ყველაზე დიდი ჯარიმა: 1,178,000 ლარი მთავრობამ ხაშურის წყალმომარაგების პროექტის შეუსრულებლობისთვის მიიღო. წლებია, მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო ხაშურში მოსახლეობას წყალი დღესაც კი ჯერ კიდევ გრაფიკით მიეწოდება”.
წყარო: sarkenews.ge