ქართული მარში 2 ივლისს საგურამოში კრებას გამართავს

როგორც მოგეხსენებათ, მოძრაობა “ქართული მარში” (ლიდერი – სანდრო ბრეგაძე) ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

ბოლო ორ კვირაში მოძრაობის თბილისის სათავო ოფისს, რუსთავის და ქუთაისის ოფისები შეემატა. ქვეყნის სხვა ქალაქებშიც იგეგმება მოძრაობის წარმომადგენლობების გახსნა, თუმცა მანამდე, 2 ივლისს, საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში “ქართული მარშის” კრება გაიმართება.

 

ბექა კვიციანი,

“ნიუსფრონტი”