საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს მონაცემით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 467.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.2 პროცენტით მეტია.
აქედან, საქსტატის თქმით, ექსპორტი 2 548.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (35.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5 918.9 მლნ. აშშ დოლარი (35.3 პროცენტით მეტი).
საქსტატის თქმით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-ივნისში 3 370.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8 პროცენტი შეადგინა.