საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერულ აკრედიტაციას იწყებს.
პროცესის უკეთ მომზადების მიზნით, მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ მახარაშვილის ხელმძღვანელობით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგის აკრედიტაციის ექსპერტებისათვის ოთხდღიანი ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგის მიზანია, აკრედიტაციის ექსპერტები აკრედიტაციის განახლებულ სტანდარტებს, პროცედურებსა და შეფასების პრინციპებს გაეცნენ, რათა შეფასების პროცესის საბოლოოდ სპეციფიკაზე მოხდეს შეჯერება.
კლასტერული აკრედიტაციის დროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები შეძლებენ, ინდივიდუალური პროგრამების ნაცვლად, სააკრედიტაციოდ წარადგინონ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები დაჯგუფებული სახით.
კლასტერში პროგრამების დაჯგუფება მოხდება შინაარსობრივი ნიშნით. კლასტერული აკრედიტაციის სისტემაზე გადასვლა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე ახალი სისტემა იძლევა საშუალებას, ექსპერტების მიერ შეფასდეს, თუ როგორც ვითარდება კონკრეტული უმაღლესი განათლების დარგები და მიმართულებები, როგორც ქვეყნის, ასევე კონკრეტული ინსტიტუციის ფარგლებში.
“იმედინიუსი’