„როიტერი“ – აშშ და საუდის არაბეთი ირანის „ატომური იარაღის მიღების“ შეჩერების მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტისას, შეერთებული შტატები და საუდის არაბეთი ირანის „ატომური იარაღის მიღების“ შეჩერების მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ „როიტერი“ საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით იტყობინება.
არსებული ცნობით, ბაიდენმა აგრეთვე დაადასტურა შეერთებული შტატების მუდმივი ვალდებულება, მხარი დაუჭიროს საუდის არაბეთის უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ დაცვას, ასევე ხელი შეუწყოს ამ სამეფოს შესაძლებლობას, მოიპოვოს საჭირო ბერკეტები თავისი ხალხისა და ტერიტორიის გარე საფრთხეებისგან დასაცავად.
„როიტერის“ ინფორმაციით, გარდა ამისა, საუდის არაბეთმა და აშშ-მა ხაზგასმით აღნიშნეს, ირანის მხრიდან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის შემდგომი შეკავების აუცილებლობა.
წყარო: როიტერი