„მესმის, რომ სახელმწიფომ ჯანდაცვაში და ეკონომიკაში უფრო მეტი ფინანსები უნდა ჩადოს, რათა ადამიანის სისცოცხლე და კეთილდღეობა იყოს უზრუნველყოფილი. კულტურაში დიდ ფულს არ ჩადებს, მაგრამ, ხომ ხედავთ, სადამდე მიდის საქმე, როცა ქვეყანა კულტურას კარგავს… რას ხედავს, ჩვენი ახალგაზრდა თაობა, გარდა სერიალებისა, სადაც, მხოლოდ ძალადობაა?!“ – ასე ეხმაურება კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი ტრაგედიას, რომელსაც 19 წლის ახალგაზრდას სიცოცოხლე შეეწირა.
„ეს არის უმძიმესი ტრაგედია. მართლაც არავის ეგონა, რომ ხორავას ქუჩის შემდეგ მსგავსი ტრაგედია განმეორდებოდა. მაგრამ, როგორც ხედავთ, განმეორდა.
„სამართლდამცავების მუშაობის შეფასება გამიჭირდება, რადგან ჯერ გამოძიება არ დასრულებულა, თუმცა ტრაგედიიდან მცირე ხანში მათ არნახული სამუშაო გასწიეს, დაკავებულია 17 პირი. ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ წინ გადადმული ნაბიჯია. ვნახოთ, რა შედეგებამდე მივლენ. ამიტომ დასკვნების გამოტანა ნაადრევია. ჩვენ, საზოგადოებას შეგვიძლია ამ ეტაპზე მხოლოდ მოსაზრებები გამოვთქვათ.
„ჩემთვის პირადად შემაშფოთებელია და ძალიან მაწუხებს ის, რომ რაც დრო გადის, ზნეობა და კულტურა იკარგება. რას უყურებს ჩვენი ახალგაზრდა თაობა? სერიალებს, სადაც მხოლოდ ძალადობაა.
„მესმის, რომ ჯანდაცვაში და ეკონომიკაში უნდა ჩადოს სახელმწიფომ ფინანსები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის სიცოცხლე და კეთილოდღეობა. კულტურაში დიდ ფულს არავინ ჩადებს, მაგრამ ხომ ხედავთ სადამდე მიდის საქმე, როცა ქვეყანაში კულტურა იკარგა. ახალგაზრდა თაობას მხოლოდ ინფორმაციულად კი არ უნდა მიეწოდოს რა არის ზნეობა, სიკეთე, მოყვასიის სიყვარული, ეს სულიერად უნდა მიაწოდო. ამას აკეთებს კულტურა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მეტი ყურადღებაა საჭირო სახელმწიფოს მხრიდან, რომ ქვეყანამ კულტურა არ დაკარგოს“, – განაცხადა „რეზონანსსთან“ მერაბ კოკოჩაშვილმა.
„რეზონანსი“