შვილმა დედა სასიკვდილოდ დაჭრა, ხოლო მასთან მყოფი კი ადგილზევე მოკლა – სად და რა ვითარებაში მოხდა დიდი ანგარიშსწორება?

მკვლელობა მოხდა ფონიჭალაში. არსებული ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში შვილმა, დედას, სავარაუდოდ, დანით ჭრილობები მიაყენა, მასთან ერთად მყოფი პირი კი მოკლა.

დაჭრილი ქალი სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, თუმცა ჯერ დაკავებული არაა.