სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს
აღსანიშნავია, რომ უკრაინამ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები ჯერ კიდევ ივნისში გაწყვიტა მას შემდეგ, რაც დამასკომ უკრაინის რეგიონების – დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.
„სირიამ გადაწყვიტა, გაწყვიტოს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობები ნაცვალგების პრინციპის შესაბამისად და უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილების საპასუხოდ“, – წერს სირიის სახელმწიფო სააგენტო SANA სირიის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით.